The Trading Paper

გზამკვლევი

როგორ გამოვიყენო The Trading Paper

რეგისტრაციიდან პირველ გაზეთამდე: ყველა ნაბიჯი ერთ გვერდზე. საიტიც და ტელეფონის აპიც ერთ ანგარიშზე მუშაობს.

დაწყება 5 წუთში

  1. დარეგისტრირდიელფოსტით ან Google-ით, უფასოდ. რეგისტრაცია →
  2. დაამატე ბროკერიBOG, TBC Capital, Interactive Brokers ან სხვა. თითო ბროკერისთვის იქმნება ერთი „წიგნი“. ბროკერები →
  3. ჩააგდე სქრინშოტიAI ამოიკითხავს ოპერაციებს, შენ ამოწმებ და ინახავ. რედაქტორი →
  4. ნახე კაბინეტიღირებულება, მოგება/ზარალი, დივიდენდები და საკომისიოები ავტომატურად ითვლება. ჩემი კაბინეტი →
  5. აირჩიე, რას მიჰყვეშენი აქციები, ფედი, დარგები. ამის მიხედვით მიიღებ სიახლეებსა და შეტყობინებებს. რას მივყვე →

1. რა არის The Trading Paper

ეს არის შენი პირადი საინვესტიციო დღიური გაზეთის ფორმით. ყველა ბროკერის ანგარიში ერთ ადგილას გაქვს, ციფრები ავტომატურად ითვლება, ბაზრის ამბები ქართულად იკითხება, თვის ბოლოს კი შენი თვის გაზეთი იწერება.

ჩვენ არ ვართ ბროკერი. შენს ფულთან და ბანკის ანგარიშთან წვდომა არ გვაქვს: ციფრებს შენ შეიყვან ან სქრინშოტიდან ამოიკითხება. ეს არ არის ფინანსური რჩევა, გადაწყვეტილებას შენ იღებ.

2. რეგისტრაცია და შესვლა

3. ბროკერები (წიგნები)

თითო ბროკერი ან ბანკი არის ერთი წიგნი. რამდენიც გინდა, იმდენი დაამატე. ყოველ წიგნს აქვს საკუთარი ვალუტა, ოპერაციები და შედეგი.

4. ოპერაციების შეყვანა

ყიდვა, გაყიდვა, ჩარიცხვა, გამოტანა, დივიდენდი, საკომისიო. ყველაფერი რედაქტორში იწერება, სამი გზით:

ა) სქრინშოტი, AI ამოიკითხავს

გადაიღე ბროკერის აპის ეკრანი და ჩააგდე რედაქტორში, ან ტელეფონით პირდაპირ გადაუღე. AI ამოიკითხავს ტიკერს, რაოდენობას, ფასს, საკომისიოს და თარიღს. ერთად რამდენიმე სურათიც შეიძლება. მუქი ეკრანიც და TBC-ის სიებიც იკითხება.

არაფერი იწერება შენი დასტურის გარეშე. ჯერ შედეგს გაჩვენებს, არასწორს იქვე ასწორებ, მერე ინახავ.

ბ) მოკლე განმარტება

სქრინშოტს შეგიძლია ერთი წინადადება დაურთო, ან მარტო ის დაწერო. მაგალითად: „BOG-ში ჩავრიცხე $50 და ვიყიდე SNDK“ ან „TBC-ში შევიტანე 200 დოლარი 24 ოქტ“. ასეთი განმარტება AI-ის გარეშე იკითხება და ლიმიტში არ ითვლება.

გ) ხელით

ხელით დამატების ფორმა: აირჩიე წიგნი და ოპერაციის ტიპი, შეიყვანე თარიღი, ტიკერი, რაოდენობა, ფასი და საკომისიო. ტიკერის ველი ჯერ შენს პოზიციებს გთავაზობს, მერე ბაზარს.

როგორ ითვლება

5. ჩემი კაბინეტი

კაბინეტი შენი პორტფელის სრული სურათია:

ზარალი ყოველთვის ჩანს ისე, როგორც არის. ჩვენ ცუდ ციფრს არ ვმალავთ და არ ვალამაზებთ.

6. ანგარიშები

გვერდირას აჩვენებს
დივიდენდებიმიღებული დივიდენდები და 12 თვის პროგნოზი: რომელ თვეში რამდენს ელი (წმინდა, გადასახადის შემდეგ)
წლიური შემოსავალიდივიდენდური შემოსავალი წლების მიხედვით
ჩარიცხვებიყველა შეტანა და გამოტანა წიგნების მიხედვით
საკომისიოებიყველა გადახდილი საკომისიო, წიგნების მიხედვით

7. ბაზარი, სიახლეები, შეტყობინებები

8. Paperbot და AI ასისტენტი

Paperbot არის ბუშტი ყველა გვერდის კუთხეში. ის შენს ციფრებს კითხულობს და მოკლე შენიშვნებს გიწერს: რა შეიცვალა, სად ხარ მოგებაში ან ზარალში, რა დივიდენდი გელოდება.

Paperbot-ის შენიშვნები შენი ციფრებიდანაა, ეს არ არის რჩევა ყიდვაზე ან გაყიდვაზე.

9. თვის გაზეთი

თვის გაზეთი შენი თვის მიმოხილვაა: რა მოხდა პორტფელში, ლიდერები და ჩამორჩენილები, თვის გაკვეთილი, ბოლოს კი ყველა ოპერაცია და ფულის მოძრაობა.

10. პაკეტები

პორტფელი, კაბინეტი, ბაზარი, დივიდენდები და შეტყობინებები ყველა პაკეტშია. ფასიანი პაკეტები ერთმანეთისგან AI-ის რაოდენობით განსხვავდება. ლიმიტები ქვემოთ პირდაპირ სისტემიდან იკითხება, AI ზუსტად ამ ციფრებს ამოწმებს.

პაკეტს ირჩევ ან ცვლი აქ: პარამეტრები → გამოწერა. გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლია.

11. პარამეტრები

⚙ პარამეტრებში ნახავ:

12. უსაფრთხოება

13. ხშირი კითხვები

AI-მ ციფრი არასწორად ამოიკითხა. რა ვქნა?

შენახვამდე იქვე შეასწორე. თუ უკვე შეინახე, რედაქტორის „ოპერაციების“ სიაში გახსენი და შეცვალე ან წაშალე.

ფასი ძველია ან არ ჩანს.

აშშ-ის აქციების ფასი ცოცხლად ახლდება. ბირჟის დახურვის შემდეგ ჩანს ბოლო after-hours ფასი. თუ ტიკერს ფასი საერთოდ არ აქვს, პარამეტრები → ფასები → მიუთითე ხელით.

დივიდენდი რატომ ნაკლებია, ვიდრე ბროკერმა დაწერა?

საიტი წმინდა თანხას აჩვენებს: საქართველოში დივიდენდს 30% ეკავება. განაკვეთს პარამეტრებში შეცვლი.

AI-ის ლიმიტი ამომეწურა.

დღიური ლიმიტი მეორე დღეს განახლდება, თვიური კი შემდეგ თვეს. მანამდე ოპერაციები ხელით ან მოკლე განმარტებით შეიყვანე: ისინი ლიმიტში არ ითვლება.

ტელეფონში და საიტზე სხვადასხვა ციფრი მაქვს.

ორივეგან ერთი და იგივე ანგარიშით უნდა იყო შესული. გვერდი გადატვირთე: მონაცემები ერთი ბაზიდან იკითხება.

სხვა კითხვა მაქვს.

მოგვწერე: [email protected].